ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება

„ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროოპტიმისტების" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეუერთდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

„დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“,- აღნიშნა ნაყოფიამ.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, ნაყოფია დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო, სერიოზული, სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას. ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა. დღევანდელი ოპოზიციური ძალები, დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. ეს არის გარდაუვალი. პირადად მქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან. მინდა მადლობა ვუთხრა მას. ეს კარგად ესმის მას, ამ ერთიანობის სულის ჩამდგმელია, მუდმივად ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ბევრი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი, პატრიოტები გაერთიანდნენ, რადგან ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია.

თავს ამოვყოფთ რუსეთის ფედერაციაში, ან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დაიბრუნებს იმ დიდ შანს, რაც გააჩნია - ისტორიულ არჩევანს, ევროპას.

არჩევანი მარტივია ამომრჩევლისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებაში. ხატია დეკანოიძისნაირი ადამიანები ამ გამარჯვების მოახლოებას კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგზე“, - აღნიშნა ნაყოფიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე