თამარ ტყეშელაშვილი - „სკანდალური“ ინფორმაცია ტრიალებს, რომ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის“ ხელმძღვანელად ეს და ეს პიროვნება დაინიშნა! და რა რომ დაინიშნა? უთავო მხედარივით იარსებებდა ეს დეპარტამენტი? -  ბოლშევიზმის დრო აღარაა

„Breaking news (მეორე დღეა “სკანდალური" ინფორმაცია ტრიალებს, რომელიც ჩვენ თვითონვე გავავრცელეთ): „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის“ ხელმძღვანელად ეს და ეს პიროვნება დაინიშნა! და რა რომ დაინიშნა? არ დაინიშნებოდა? თუ უთავო მხედარივით იარსებებდა ეს დეპარტამენტი? - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის“ ხელმძღვანელად სანდრო კირვალიძის დანიშვნას.

როგორც ტყეშელაშვილი წერს, ბოლშევიზმის დრო აღარაა.

„Breaking news (მეორე დღეა “სკანდალური" ინფორმაცია ტრიალებს, რომელიც ჩვენ თვითონვე გავავრცელეთ თან): უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის ხელმძღვანელად ეს და ეს პიროვნება დაინიშნა!

სანდრო კირვალიძე, „დაგთაგავ“ ბარემ - ისედაც გათვალიერებენ…

და რა რომ დაინიშნა? არ დაინიშნებოდა? თუ უთავო მხედარივით იარსებებდა ეს დეპარტამენტი?

მიზანი გასაგებია - მაქსიმალურად ნეგატივში, პიროვნულად შეესიოს ვინმე ამ ხალხს, თუმცა, ერთი რამ ვერ გათვალეს ვერასდროს (კარგად მახსოვს პენიტენციურის შემთხვევაც და ის ცნობილი, სამარცხვინო პერიოდი…) საჯარო რეესტრს ბევრი რამ უნახავს, უამრავი საქმე აქვს ყოველდღიურად და არ სცალია ამ ხალხს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში წამყვან როლსაც ასრულებს ეს სსიპ-ი (ძირითადი უფლებების რეალიზაციას რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ვერავინ განახორციელებს, სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე რომ არაფერი ვთქვა და ა.შ.).

და რეესტრი ყოველთვის აღასრულებდა და აღასრულებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, ნერგავს ყველანაირ ინოვაციას, ყოველთვის ვითარდება და საერთოდ: კერძო სექტორშიც კი ცოტა მეგულება ასეთი პროგრესული ორგანიზაცია.

ერთი სიტყვით: ამ ხალხზე რაიმე ფორმით ზემოქმედების მოხდენას აზრი არ აქვს (არც მეუღლეების ფოტოების გამოფენა ჭრის. იმუნიტეტი აქვთ რახანია დეკაბრისტების ცოლებს (ამ შედარებისთვის რუსობასაც დამწამებენ, სავარაუდოდ). მაგრამ ვინც არ იცის - პროგრესულ დეკაბრისტებს იმპერიალიზმი, ბელადომანია და იმ დროისათვის უკვე წამოჩიტული კომუნისტებიც არ მოსწონდათ. ჰოდა, აღარაა ბოლშევიზმის დრო. არსებობს სხვა ფორმებიც და ყველაფრის ვერ ვასწავლი, მეც არ მცალია.

და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ამ კონკრეტულ პოსტზე კომენტარებს დავხურავ (უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომელი მყავს "დათაგული" და ჩვენზე რამდენიც უნდა იმდენი მწეროს ვინმემ, აი, თანამშრომელზე კი კარგის მეტის მოსმენას არ ვაპირებ). მაქვს მე სხვა ყველა პოსტი (ღია კომენტარებისთვის) და მანდ ყველას შეუძლია დააფიქსიროს მოსაზრება, თუ რატომ შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი და რატომ ვახორციელებთ კანონის იმპლემენტაციას.

წარმატებები ყველას, რაღაცები გაივლის და ისე არ ვქნათ, რომ ამ ხალხთან ქუჩაში შეხვედრის შერცხვეს ოდესმე ვინმეს ისევ საკუთარი სისუსტეების გამოვლენისა და რაღაცების პიროვნულში გადატანის გამო (ვინმე ვინმეს თუ არ პასუხობს, არ ნიშნავს რომ პასუხი არ შეუძლია, პირიქით. ამის ცოდნაც ელემენტარული მგრძნობელობაა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მეამაყებით!“ - წერს ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში