ისრაელის დელეგაცია ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ისრაელის დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან, თუმცა ამერიკული CNN-ის ცნობით, ეგვიპტეში თავისი მომლაპარაკებლების გაგზავნას აშშ-ც დათანხმდა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს. წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, კონფლიქტის მხარეები - ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" მონაწილეობენ, ისევე როგორც შუამავლები: აშშ, ეგვიპტე და კატარი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია