Associated Press - აშშ უკრაინისთვის 125 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - ინფორმაციას Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების ეს პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალებს, Javelin-ს და უამრავ სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. იგი ასევე მოიცავს 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა აღჭურვილობას.

Associated Press-ი წერს, რომ ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს ანონიმურობის პირობით, რადგან დახმარება საჯაროდ არ არის გამოცხადებული და ოფიციალური განცხადება შეიძლება გაკეთდეს პარასკევს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს.

Associated Press-ის ცნობით, იარაღის მიწოდება ხდება პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოდის პენტაგონის მარაგებიდან და უფრო სწრაფად მიწოდებაა შესაძლებელი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!