ჩინეთი და ბელარუსი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ

პეკინი და მინსკი თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებენ, - ამის შესახებ ჩინეთისა და ბელარუსის მთავრობების ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული, რომელიც ჩინეთის პრემიერის, ლი ციანის ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამოქვეყნდა.

„ორივე მხარე გააძლიერებს თანამშრომლობას თავდაცვის, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები ასევე გააღრმავებენ თანამშრომლობას სამხედრო მოსამსახურეების მომზადების, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, ასევე „ბოროტების სამი ძალის“ (ტერორიზმი, ექსტრემიზმი და სეპარატიზმი) წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ციანი ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით 22-23 აგვისტოს ეწვევა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა