სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის წესის დარღვევის ბრალდებით, წარსულში თურქეთში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ე.შ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ კვეთდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. იგი მესაზღვრეების კანონიერ მოთხოვნას - შეჩერებულიყო არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვა სცადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, ე.შ. საზღვრის კვეთის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს. მესაზღვრეებმა დაკავებულის კუთვნილი ნივთების ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული სხვადასხვა მოდელის 4 ცალი პისტოლეტი და 13 ცალი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე