„აფლელუ პარიზის“ 3-წლიანი წარმატება ქართულ ბაზარზე - ბრენდი ოპტიკის ლიდერი გახდა

5 კონცეპტუალური მაღაზია, უნიკალური სივრცეები ჯპს-ის ქსელში, ათობით განხორციელებული პროექტი და ასობით ერთგული მომხმარებელი - საერთაშორისო ოპტიკის ქსელი „აფლელუ პარიზი“ საქართველოში ოპერირების 3 წელს აჯამებს.

ბრენდი საქართველოში 2021 წელს შემოვიდა და მალევე იქცა ოპტიკური ბაზრის ლიდერად. „აფლელუ პარიზმა“ პირველივე კონცეპტუალური სივრცის გახსნის შემდეგ შემოგვთავაზა უნიკალური Tchin Tchin აქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრენდის სათვალისა და ჩარჩოს შეძენისას მომხმარებელი „აფლელუ პარიზის“ კოლექციიდან მეორე სასურველ სათვალეს 1 ლარად მიიღებს. ოპტიკის სალონებში წარმოდგენილია როგორც „აფლელუ პარიზის“, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი დიზაინერული ბრენდის კოლექციები, რომელიც ყოველწლიურად ახლდება.

„აფლელუ პარიზის“ ფრანგული წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი ანი გიგინეიშვილი აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე ბრენდის წარმატება ინოვაციებსა და სიახლეებს, ასევე მის გამორჩეულ ბიზნეს მოდელს ეფუძნება:

„აფლელუ პარიზი“ ქართულ ბაზარზე შემოვიდა, როგორც პირველი საერთაშორისო ოპტიკის ქსელი და დღეს ნამდვილად ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ჩვენი გამოცდილება და წარმატება ინოვაციებს და სიახლეებს ეფუძნება, ჩვენ ვართ პირველი ოპტიკის ქსელი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ფარმაციის სფეროს და თუ დღეს აფთიაქში შესაძლებელია ისეთი ბრენდების შეძენა, როგორებიცაა; Gucci, Prada, Celine და სხვა, ეს აფლელუ პარიზის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესების ჯაჭვური კავშირი, რომელშიც „აფლელუ პარიზის“ მთლიანი გუნდია ჩართული, განაპირობებს სერვისის მაღალ ხარისხს. ვფიქრობ გუნდური მუშაობა, ურთიერთპატივისცემა, ინოვაციებზე ფიქრი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი ქმნის საუკეთესო გარემოს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლისთვის“, - აღნიშნა ანი გიგინეიშვილმა.

ბრენდმა ქართულ ბაზარზე განახორციელა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა „100 სათვალე პირველი 100 მომხმარებლისთვის“, რომელიც 2024 წელს, პუშკინის 11 ნომერში ოპტიკური სალონის გახსნას უკავშირდებოდა. ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად „აფლელუ პარიზმა“ ჩვენი ქვეყნის დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა. სათვალის დიზაინი გამოხატავდა იმ ემოციასა და განწყობას, რამაც 26 მარტის გამარჯვების შემდეგ მთელი საქართველო მოიცვა.

„აფლელუ პარიზი“ მსოფლიოში ცნობილია მრავალფეროვანი სერვისებითაც. გარდა ოპტიკური ჩარჩოების, კონტაქტური ლინზებისა თუ აქსესუარებისა, მაღაზიაში მისულ მომხმარებლებს დახვდებათ ოფთალმოლოგისა და ტექნიკოსის სერვისი, რაც საშუალებას მისცემთ, ყველა სახის მომსახურება ადგილზე მოკლე დროში მიიღონ.

ბრენდი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა „კერინგი“, „ლუქსოტიკა“, „მაიკიტა“ და „მოსკოტი“ რაც მის მიმართ არსებულ ნდობას კიდევ უფრო აღრმავებს.

საერთაშორისო ოპტიკური ქსელი ქართულ ბაზარზე განვითარებას აგრძელებს და პერიოდულად მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებს.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები