ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი - მხოლოდ რუსეთია დამნაშავე იმაში, რაც მის ტერიტორიაზე ხდება - რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს ყველა ოპერაცია კურსკში, უბრალოდ გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან, ომი შეწყვიტოს

მხოლოდ რუსეთია დამნაშავე იმაში, რაც მის ტერიტორიაზე ხდება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთმა დაიწყო ეს ომი. უკრაინა თავს იცავს. ხანდახან მაკვირვებს, რომ ხალხი ფიქრობს რაკი უკრაინა რუსეთის შეჭრის მსხვერპლი გახდა, მაშინ ომი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება გრძელდებოდეს. ეს ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, ვინაიდან უბრალოდ არასამართლიანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსებს აკისრიათ რისკები და პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მათ ტერიტორიაზე”, - განაცხადა შიმონიტემ.

მან აღნიშნა, რომ ყველა დიდი ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რა ხდება კურსკის ოლქში და ყველა ხედავს, რომ პუტინი არ დარდობს „საკუთარ ხალხსა და საკუთარ საზღვრებზე”.

„ის ძალიან დიდად არ დარდობს საკუთარი ხალხის დაცვაზე, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის ფასი რუსეთში სრულიად სხვაა, ვიდრე სიცოცხლის ფასი ყველა ჩვენს სახელმწიფოში. და პასუხი ძალიან მარტივია: რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს ყველა ეს ოპერაცია კურსკში, სადაც უნდა. შეუძლია უბრალოდ გავიდეს [უკრაინის ტერიტორიიდან], ომი შეწყვიტოს”, - განაცხადა შიმონიტემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა