GITA-ს ინოვაციურმა ბანაკმა  საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 მოსწავლეს უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინოვაციური ბანაკი დახურა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს STEAM ბანაკში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა. ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 შერჩეულ მოსწავლეს უმასპინძლა.

„მონაწილეებს პროექტის განმავლობაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით არაერთი საინტერესო ტრენინგი თუ „ვორქშოფი“ ჩაუტარდათ. პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მოწვეული სპიკერებისათვის და ჩართულიყვნენ გასართობ/გუნდურ თამაშებსა და სპორტულ აქტივობებში. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობოდნენ რობოტიკას, კიბერუსაფრთხოებას, პროგრამირებისა და ასტროფიზიკის საწყისებს, რაც თითოეულ მათგანს დაეხმარება სამომავლოდ კარიერული ცხოვრების უკეთ დაგეგმვასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე GITA–ს თავმჯდომარემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა.

აგვისტოს თვეში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, განხორციელდა სტუდენტური ბანაკები ხელოვნური ინტელექტის და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით და ასევე STEAM ბანაკი სკოლის მოსწავლე გოგონებისათვის. ტექნოლოგიური ბანაკები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას აღნიშნულ სფეროებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს