კახა ოქრიაშვილი - როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27%, ოპოზიციამ კი 68%, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით - „ოცნება“ 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ოცნების“ საარჩევნო კამპანიამ ლოზუნგით - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, სტარტი აიღო. ამ სლოგანში მთავარი სიტყვაა „ევროპისკენ“, რადგან თუ ევროპაში არ ვიქნებით, არც მშვიდობა გვექნება, არც ღირსება და არც კეთილდღეობა. ევროპასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული სამყარო ამბობს, რომ თუ „ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, ევროპის კარი საქართველოსთვის ჩაიკეტება. ე.ი. ეს თავიდანვე დიდი ტყუილი და მორიგი ტრიუკია ქართველი ხალხის გასაბითურებლად. როგორც ჩანს, „ოცნება“ გებელსის ცნობილ აქსიო ას იყენებს, რომ რაც უფრო დიდი და დაუჯერებელია ტყუილი, მას მითუფრო იოლად იჯერებს ხალხი. ალბათ, ამის იმედზეა ბატონი ივანიშვილიც.

მეორე ტრიუკი არის განცხადება, თითქოს „ქოცებს“ არჩევნებში 60 % უკვე ჯიბეში უდევთ და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება უნდათ. ესეც იგივე მეთოდია, რომ დაუჯერებელი ტყუილი უფრო იოლად დააჯერონ ხალხს. სინამდვილეში, „ოცნება“ 30 %-ს აიღებს, ისიც ზოგიერთი რეგიონის ხარჯზე, დიდ ქალაქებში კი მათი რეიტიგი 25 %-ს არ ასცდება. როგორც 2012 წელს აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში 27 %, ოპოზიციამ კი 68 %, ასე მოხდება წელსაც, ოღონდ პირიქით, ოცნება 27%-ის ფარგლებში აიღებს და ოპოზიციაში გადაბარგდება.

მორიგი ტრიუკია, რომ ბატონი ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ლგბტ პროგანდის, ლგბტ ქორწინების არდაშვების და ასეთ ქორწინებაში შვილის აყვანის აკრძალვისთვის სჭირდებათ. ტრიუკი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი ისედაც აკრძალულია. ამის წინააღმდეგი კი მეც ვარ, ყველა ქართველიც და გაგვაგებინონ, ამ ყველაფრის მომხრე რომელი პარტია და ადამიანია საქართველოში?! გვაჯერებენ, ვითომ 60 % აქვთ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად 90 % უნდა აიღონ, არადა, ეს თემა საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის. ასე რომ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება, „ქოცებს“ კი ოპოზიციაში გადაბარგება ელით!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო