კოჯორში, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 2 500 მეტრი სიგრძის ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის ქსელი სრულად განაახლა. აღნიშნულ დასახლებაში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს