აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის წევრად აირჩიეს

კაცობრიობის საკეთილდღეოდ ცოდნის, კვლევისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის - CORE აკადემიის წევრი გახდა. აღიარება საქართველოსა და კავკასიის, შუა საუკუნეების ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფის, სოციალური პროცესებისა და დიპლომატიის ისტორიაში აკადემიკოსის კვლევით ნაშრომებს ეფუძნება. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აკადემიური წევრობის კიდევ ერთი მაღალი სტატუსით დაჯილდოვდა, შეყვანილია CORE აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილებაში. აკადემიის ვებსაიტზე შექმნილია მისი სახელობის გვერდი, რომელშიც წარმოდგენილია აკადემიკოსის მოღვაწეობა და მისი სამეცნიერო მიღწევები.

„CORE აკადემია წარმოადგენს კაცობრიობის საკეთილდღეოდ შექმნილი გლობალური აკადემიური თანამშრომლობისა და ცოდნის გავრცელების პლატფორმას, რომელიც ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ არის დაფუძნებული. სამეცნიერო ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს ცოდნის ყველა სფეროში. სამეცნიერო ორგანიზაცია მოწოდებულია აღიაროს გამოჩენილი სამეცნიერო მიღწევები მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ წევრობის კანდიდატის ნომინირების უფლება გააჩნიათ მხოლოდ აკადემიის წევრებს, ასევე, ნომინირებული კანდიდატის სამეცნიერო შედეგების ფარულ რეცენზირებას CORE აკადემიის სხვა ორი წევრის მიერ ხორციელდება, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება ახალი წევრის არჩევა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში