ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნაზე - ოლიმპიადა დასრულდა, მაგრამ პინგ-პონგი დარჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები გაურბიან მასთან საუბარს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, - ამის ზელენსკიმ ფორუმზე - „უკრაინა 2024. დამოუკიდებლობა“ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა დასვეს შეკითხვა, როგორ ხსნიან დასავლელი კოლეგები იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, რა არგუმენტებს ასახელებენ და რა წითელი ხაზების ეშინიათ.

„ცდილობენ, ჩემთან ამაზე არ ისაუბრონ, მაგრამ მე ამ საკითხს ვაყენებ. პრინციპში, აი ასეა: ოლიმპიადა დამთავრდა, მაგრამ პინგ-პონგი დარჩა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას სამხედრო გზით მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ, არის თუ არა რაიმე სახის დათმობების გეგმა ან სტრატეგია გარანტიების სანაცვლოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის „მზად არ არის ნებისმიერი მოლაპარაკების ფარგლებში ტერიტორიების დათმობაზე“.

„ნამდვილად რთულია, რადგან ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იქნება დამოკიდებული ჩვენი კოლეგების მხარდაჭერაზე. იმედი მაქვს, რომ ისინი უფრო ეტს და უფრო სწრაფად იმუშავებენ. F-16 ძალიან კარგი შედეგია. ამაზე ბევრმა ისაუბრა. ამ უზარმაზარი სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, ჩვენ უკვე ჩამოვაგდეთ რამდენიმე რაკეტა F-16-ების დახმარებით და ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს F-16-ების მოწოდებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში