პრეზიდენტი - მჯერა, თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის - 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის

26 ოქტომბერი ეს არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის განკარგულებას მოაწერა ხელი.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე საზოგადოებას მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით თავის სათქმელს იტყვის.

„ეს არჩევნები არცერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არ არის ცალ-ცალკე. ასეთია მოცემულობა. პარტიებს არც დრო და არც პირობები არ ჰყოფნის იმისთვის, რომ თავისუფლად მოემზადონ და თავისუფლად გაიმარჯვონ. დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების (სანამ კიდევ გველოდებიან), თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნის. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ერთ წელიწადში შეიცვალოს კლანური მოცემულობა სასამართლოში, საარჩევნო გარემოს დავუბრუნოთ კონკურენტუნარიანობა, ამ დროს მთავრობა შეუდგება მთავარს - პარტნიორებთან ნდობისა და საერთო პროექტების აღდგენას და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პერსპექტივების დაბრუნებას. ეს არის ერთადერთი გეგმა, რეალური და შესრულებადი, რაც უნდა შევძლოთ ერთ წელიწადში, რათა დავაბრუნოთ საქართველო საკუთარ გზაზე.

მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ნიჰილიზმის დრო არ არის. ახლა დროა შემართების და იმის, რომ არჩევნებზე წავიდეთ. იმედის დაკარგვა - ეს არ არის ის, რაც ახასიათებს საქართველოს. ეს არ მომხდარა საუკუნეების მანძილზე ფერეიდანში გადასახლებულთა შორის, ეს არ მომხდარა საბჭოთა ოკუპაციიდან წასულთა მიგრაციაში, ეს არ მომხდარა თუნდაც 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და მისი დამარცხების შემდეგ, ეს არ მომხდარა ტერიტორიების ოკუპაციის მერე და ეს ტრაგედია მხოლოდ პრემიერ-მინისტრისთვის არის მოცემულობა, ჩვენთვის კი - შეუგუებლობაა.

უმძიმესი დღეები ედგა საქართველოს, თუმცა, უიმედობას არ გაუმარჯვია, პირიქით - როცა ვკითხულობთ, თუ რამ მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე და შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, საოცარი რწმენა მომავლისა არის ჩვენი საიდუმლო. ეს მათქმევინებს დღეს, რომ მჯერა და მწამს, რომ არავინ აღმოჩნდება გულგრილი, არავინ დარჩება სახლში, ეს იქნება ჩვენს დიასპორაში თუ აქ, ამ ქვეყანაში.

26 ოქტომბერი ეს არის არჩევნები, როცა თქვენ საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანას აძლევთ ხმას. აძლევთ ხმას ქვეყნის მომავალს და ისეთ მომავალს, რომელიც წარსულს არ შეურაცხყოფს. ვერავინ მოატყუებს ქართველ ხალხს ვერც ფსევდო პრო-ევროპულობით და ვერც ყალბი პატრიოტიზმით. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე