ვოლოდიმირ ზელენსკი - სურვილი გვაქვს, რომ პოლონეთმა თავისი „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები გადმოგვცეს

სურვილი გვაქვს, რომ პოლონეთმა თავისი „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები გადმოგვცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფორუმზე „უკრაინა 2024. დამოუკიდებლობა“ განაცხადა.

„ძალიან გვჭირდება თქვენი „მიგ“- ები, ვინაიდან კარგი ავიონიკა აქვთ და პილოტების მომზადებაზე დროს არ დავკარგავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან უსაუბრია, „თუმცა დადებითი პასუხი ჯერ არ არის“.

ცნობისთვის, ივლისში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინისთვის საბჭოური მოდელების ავიაგამანადგურებლების დამატებითი რაოდენობით გადაცემა შესაძლოა განიხილოს, თუ მოკავშირეებთან ერთად მათი ჩანაცვლების ვარიანტებს იპოვის.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში