კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება

კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გერმანიაში დღეს ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ეკონომიკური და თავდაცვითი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ იმედი აქვს.

ასევე, დღეს საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიიდან პარიზში გაემგზავრება, სადაც პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება, ხოლო ხუთშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო