გიორგი ზვიადაძე - სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადება გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას, რაც რისკებს შეიცავს - ეკლესიის დამოკიდებულებაა, რომ შენარჩუნდეს არსებული სამართლებრივი მოდელი

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და „ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს“.

მისივე თქმით, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.

„ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიას ყველა საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გარკვეული პოზიცია ჰქონდეს. საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მოსახლეობა. სამართლებრივი მოდელი, რომელიც კონსტიტუციური ხელშეკრულების სახით არსებობს, არის უნიკალური და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დახმარებას და მისი ავტორიტეტის, როლის კიდევ უფრო გაზრდას, რა თქმა უნდა, მადლიერებას იმსახურებს. ეს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა საქართველოს მართლმადიდებელი მღვდელმთავართა და სხდომაში მონაწილე ყველა პირის მიერ, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადებული ის პოზიციაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის არის უნიკალური, რაც სრულ თავისუფლებას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოსგან, ამავე დროს, მის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, რომელსაც აქვს განუზომელი დამსახურება ამ ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის წინაშე, ერთმნიშვნელოვნად თვლის, რომ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი რისკი. შეიძლება დღეს არსებულ ხელისუფლებასთან მიმართებით ასე არ იყოს, მაგრამ ზოგადად ეს გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას.

საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადებას გულისხმობს, ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამიტომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.

ყველაზე დიდი რისკი ის არის, როგორ გამოიყენებს რომელიმე ხელისუფლება… დღეს ჩვენ ხელისუფლებასთან პრობლემა არ გვაქვს და უაღრესად ჰარმონიული ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არის, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადება, იმ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ის სახელმწიფოს გავლენას დაექვემდებაროს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე