დიმიტრი ხუნდაძე - რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს

რადიკალები უძლურები აღმოჩნდნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როცა შეეცადნენ მისთვის რუსულის დარქმევასა და კანონპროექტის განხილვის შეჩერებას, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, "ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს".

„რადიკალები შემდეგ უკვე ითხოვდნენ, რომ არჩევნების მერე განხილულიყო ეს კანონი, რითაც ცდილობდნენ გარე დაფინანსების ინტერესები გაეტარებინათ.

ისინი სწორედ იმაზე დაფუძნებულები არიან, რაც იკრძალება და სწორედ ეს არ სურდათ სცოდნოდა ქართულ საზოგადოებას, რომ გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას. ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე