იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივან, იოშიმასა ჰაიაშიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაიფუნი „შანშანი“ თავს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუს დაატყდა, რამაც საჰაერო მიმოსვლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ასევე, ავტომწარმოებლების „ტოიოტასა“ და „ნისანის“ ქარხნებმა დროებით მუშაობა შეაჩერეს.

იოშიმასა ჰაიაშის ცნობით, ტაიფუნს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, შვიდი კი, დაშავდა.

ხელისუფლებამ სხვადასხვა პრეფექტურებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო