გივი მიქანაძე - მიმდინარეობს კონსულტაციები საპატრიარქოსთან თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე და ხდება ეკლესიაზე და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთხელ ასეთი ფაქტი განხორციელდა ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კონსულტაციები საპატრიარქოსთან იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არამც და არამც ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონსულტაციები გრძელდება და რა შეთანხმება იქნება მიღებული, საზოგადოებას ეცნობება.

„გახსოვთ თქვენ, როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი და იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მეოთხე პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები და იქიდან გამომდინარე რა შეთანხმება იქნება, ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას ეცნობება. ეს კონსულტაციები გრძელდება, თუმცა საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას, მისი როლის სათანადოდ და სრულფასოვნად აღიარებას საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის, ჩვენი ყოფადობის წინაშე და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არამც და არამც ეს კონსულტაციები არანაირი ფორმით არ გამოიწვევს, თუ კი გადაწყვეტილება შეჯერდება და იქნება მიღებული, რაიმე ფორმითაც კი არ გამოიწვევს ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას“, - განაცხადა მიქანაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მედიას აღნიშნული შეთავაზების თაობაზე ინფორმაცია დაუდასტურეს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, “ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეთავაზება იყო“, რასაც მან “თავაზიანობის აქტი“ უწოდა. ჯაღმაიძის თქმით, ამ ეტაპზე საპატრიარქოში მსჯელობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული შემოთავაზების ფორმულირება. საკითხზე საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დღეს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო