იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები“ მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია - როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს

ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია - როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის, ეს დავა პერსპექტიული არ იქნება“.

„ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები” მოიგებენ იმიტომ რომ მსაჯი მათია. შესაბამისად, როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს. საბოლოო ჯამში, ის ანგარიში დაიწერება, რაც მსაჯს უნდა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის და არც შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, მაინც და მაინც ეს დავა პერსპექტიული არ მეჩვენება, თუმცა ვნახოთ, რა იცით რა ხდება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, მისი აზრით, კოლეგიაში იქნება თუ არა ისეთი მოსამართლე, რომელიც სხვა მოსამართლეებისგან საპირისპირო გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ალბათ, იქნებიან ასეთი მოსამართლეებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის.

„ალბათ, იქნებიან ასეთი მოსამართლეებიც ამ კოლეგიაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არსებითად არაფერს არ შეცვლის. ჩემი აზრით, ცხოვრება ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო