„ძლიერი საქართველო“ - სრულად ვიზიარებთ ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის, „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“

„ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული.

„კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ ქართული კულტურა შეიყვანა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა. ამავდროულად, „ძლიერი საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, უახლოეს მომავალში შეხვედრა გამართოს დეკლარაციაზე ხელმომწერ ხელოვანებთან და, ქართული კულტურის სფეროს ინტერესებიდან გამომდინარე, მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელთან, დარგობრივ ჯგუფთან სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტური გადაჭრის გზების შესამუშავებლად და აღსრულების მექანიზმების დასანერგად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” აქვეყნებს საქართველოს კულტურის დეკლარაციას”. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კულტურის განვითარების ხედვას, ძირითად პრინციპებს და აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმების აღწერას. ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” დეკლარაციას გასათვალისწინებლად სთავაზობს ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ ერთეულს, ვინც იბრძვის საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად, ვინც იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ევროინტეგრაციის პროცესს. ინიციატივის წევრები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებში გაითვალისწინებენ პროფესიონალთა მიერ ფორმირებულ კულტურის ხედვას და რეფორმების პროგრამას.

დეკლარაციაზე ხელმოწერისა და თანამშრომლობის მზაობა უკვე გამოთქვეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”, "ერთიანობა" და “ძლიერი საქართველო”.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს