თინა ბოკუჩავა - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს - ივანიშვილს სარწმუნოების, ეკლესიის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის სურს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სარწმუნოების, ეკლესიის გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს.

„ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, მათ შორის თავად ეკლესიის პოზიციაც. როგორც მე მოვისმინე, მათთვისაც ამგვარი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია. ჩემი აზრით, არის მორიგი მცდელობა [ხელისუფლების მხრიდან] ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილს ვერასდროს ექნება. მას ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს გამოყენება, რაც უძვირფასესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ამ წუთებში, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები არიან შეკრებილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები