27 სექტემბერს პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აანონსებს. ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook და Instagam გვერდებზე ავრცელებს.

მათი ცნობით, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან.

“ხელი შევუწყოთ ხვალინდელი დღის მშვიდობას დღევანდელი მოგზაურობით. მოდით 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღეს ტურიზმს მშვიდობის სიმბოლური როლი მივცეთ. საქართველოში, 27 სექტემბერს კულტურების გაცნობით, მდგრადი ტურიზმითა და დიალოგით ჩვენ შეგვიძლია ტურიზმი კონფლიქტების მოგვარებისა და გლობალური ჰარმონიის ძალად ვაქციოთ“,-წერია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში სადისკუსიო პანელები გაიმართება, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

„2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოში ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო