მეუფე დანიელი - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება - იქნება მსჯელობა შემდეგში, ახლა არაფერზე არ შევთანხმდით

[მართლმადიდებლობის]სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ დათუაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან და მსჯელობა გაგრძელდება.

„ყველაფერი კარგად იქნება! პოზიცია არის დადებითი. სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება. იქნება მსჯელობა შემდეგში, ახლა, არაფერზე არ შევთანხმდით. გადაწყვეტილება ერთადერთი არის ის, რომ იქნება მსჯელობა რელიგიის საკითხი წარმოჩინებული იყოს უფრო აღმატებული ხარისხით“,-განაცხადა მეუფე დანიელმა

ამასთან, კითხვაზე, უარს ეუბნება თუ არა საპატრიარქო „ქართულ ოცნებას“ შეთავაზებაზე, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, მღვდელმთავარი პასუხობს, რომ „არავითარი უარი არ არის, შემოთავაზება არის ძალიან სწორი და კარგი“.

შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ესწრებოდა მღვდელმთავრების ნაწილი და თავად საპატრიარქოს მიერ მიწვეული კონსტიტუციონალისტი, ჯონი ხეცურიანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე