საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მხოლოდ საფინანსო დეკლარაციები გამოქვეყნდება და არ გასაჯაროვდება არანაირი პერსონალური ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც არ შეიძლება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე ირწმუნება, რომ უწყება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მხოლოდ გადამოწმებულ საფინანსო დეკლარაციებს გამოაქვეყნებს და არ გამოქვეყნდება არანაირი პერსონალური მონაცემების შემცველი ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება არ შეიძლება. როგორც დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, გამოქვეყნებას დაექვემდებარება მხოლოდ ორგანიზაციების საფინანსო დეკლარაციები, სადამფუძნებლო წესდება და ამონაწერი.

"არ შეიძლება გამოვითხოვოთ იმაზე მეტი, რისი მიზანიც კანონს აქვს. კანონის მიზანია ის, რაც არის ფინანსური დეკლარაციის ფორმაში. საჯარო რეესტრში დაცულია თითოეული ჩვენგანის, ვისაც უძრავი ქონება გააჩნია, პერსონალური მონაცემები. წვდომა გვაქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე - ის თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ ოჯახში, დაცულია იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ ყველა მონაცემი ილუქება. საჯარო რეესტრი არის ინსტიტუცია, შემდგარი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში მუშაობს - შეუძლებელია ვინმეს სუბიექტური მოსაზრების ან სურვილის შემთხვევაში რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ამას ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს. ჩვენი ავტორიტეტი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ამას მოვუფრთხილდებით", - განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში