უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელებით 3 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელებით ინფიცირებული 17 ადამიანიდან 3 გარდაიცვალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ზაფხულის დასაწყისიდან ამ დიაგნოზით კიევის წმინდა მიხაილის კლინიკურ საავადმყოფოში 17 პაციენტი მკურნალობდა. ექიმებმა სამი ინფიცირებულის გადარჩენა ცხელების მძიმე გართულების - მენინგოენცეფალიტის გამო ვერ შეძლეს.

ინფექციონისტების განმარტებით, უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი კლასიფიცირებულია, როგორც განსაკუთრებით საშიში და ჯანმო-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, IV რისკ ჯგუფს მიეკუთვნება. ინფექციის გადამტანია ზოგიერთი ტიპის კოღო და უკიდურესად იშვიათად შესაძლებელია დაავადებული ცხოველების სისხლით ინფიცირება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში