Acıbadem კლინიკების ქსელი, ლიდერი თურქეთში კიბოს მკურნალობაში, უკვე 25 წელია რაც კიბოს ნებისმიერი სტადიისა და ტიპის დიაგნოზის მქონე პაციენტებს სთავაზობს სრულფასოვან და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის შესაძლებლობას, როგორც მოზრდილებისათვის ასევე ბავშვებისათვის. ჩვენი მიზანია სიმსივნეს ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების გარეშე ვუმკურნალოთ და შევუნარჩუნოთ პაციენტებს ჯანმრთელობა. პაციენტმა საუკეთესო შედეგები და სრულფასოვანი ზრუნვა რომ მიიღოს ქირურგები, რადიოლოგები, რადიაციული ონკოლოგები და სამედიცინო ონკოლოგები Acıbadem-ში ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.
უზრუნველყოფილია რა სიმსივნის კოორდინირებული მკურნალობა, Acıbadem-ში პაციენტს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა ექიმების კონსულტაცია და ჯანდაცვის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს, რაც პაციენტების კმაყოფილების ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
კიბოს დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისათვის Acıbadem-ში ხელმისაწვდომია საუკეთესო სამკურნალო პირობები. ჩვენი კომპეტენცია, გამორჩეული ზრუნვა და თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს უსაფრთხოდ და ეფექტურად ვუმკურნალოთ კიბოს მრავალ ფორმას, მათ შორისაა:
კიბოს მართვა, მკურნალობა და გამოკვლევების სრული სპექტრი ტარდება Acıbadem-ის ონკოლოგიურ მიმართულებაში. თანამედროვე ტექნოლოგიები გვეხმარება ვიყოთ პაციენტზე ორიენტირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით ვიმუშავოთ. Acıbadem-ში ყველა პაციენტი, თავის საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ სამკურნალო დანიშნულებას იღებს, მათ შორის შესაძლებელია პაციენტს შევთავაზოთ სამკურნალო ვარიანტების კომბინაციაც.
კიბოს მრავალი ფორმის შემთხვევაში ქირურგიული წესით სიმსივნის ამოკვეთა როგორც წესი ყველაზე უფრო ეფექტური მკურნალობის ფორმაა. სწორედ ამიტომ ქირურგია კიბოს ბევრი ფორმის დიაგნოზისას მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს და იმ შემთხვევაში თუ კიბოს სრულად ამოკვეთა შესაძლებელია, განკურნების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. სიმსივნის წარმატებული რეზექცია (ამოკვეთა) მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის განკურნებისა და სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელს, გარდა ამისა იზრდება შემდგომი მკურნალობის ეფექტიანობაც.
Acıbadem-ში კიბოს ქირურგიულ ოპერაციას მინიმალურად ინვაზიური მეთოდებით ვატარებთ, რადგან ნაცვლად ტრადიციული ღია ოპერაციისა ვიყენებთ სპეციალურ ქირურგიულ ინსტრუმენტებს. Acıbadem-ში ქირურგებს დიდი გამოცდილება გააჩნიათ ლაპაროსკოპიული ქირურგიის უახლესი ფორმის - რობოტული ქირურგიის დარგში. რობოტული ქირურგიის დახმარებით კი ქირურგები რობოტის ხელში დამაგრებული ინსტრუმენტებით მუშაობენ. მკურნალობის ეს მეთოდი კი არამხოლოდ მინიმალურად ინვაზიურია, არამედ უფრო სწრაფი რეაბილიტაციის პროცესითა და გართულებების შემცირებული რისკებით ხასიათდება.
Acıbadem-ში კიბოს მკურნალობის პროცესში შესაძლოა ჩაერთოს ყველა სისტემური თერაპია.
რადიაციულ ტექნოლოგიებში არსებულმა წინსვლამ კიბოს მკურნალობაში რევოლუციური ცვლილებები შემოიტანა და რადიოთერაპია ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღესდღეობით აღიარებულია, რომ რადიოთერაპია კიბოს მრავალი ფორმის შემთხვევაში მკურნალობის საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს. უკანასკნელი 25 წელია, რაც Acıbadem-ი მოწინავეა კიბოს მკურნალობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში. რადიაციული ონკოლოგია სიმსივნურ უჯრედებს რადიაციის მეშვეობით ანადგურებს. რადიაციული სხივების ზუსტი დამიზნება ქირურგიული ჩარევის გარეშე უზურნველყოფს კიბოს ზომაში შემცირებას და აღმოფხვრას. რადიოთერაპია ინიშნება, როგორც ძირითადი მკურნალობა ან გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის შემდგომ დაავადების განმეორების რისკების შესამცირებლად.
Acıbadem-ი ჯანდაცვის მომსახურების კუთხით მსოფლიო ლიდერია და უკვე დიდი ხანია რაც იმედის ნაპერწკალს წარმოადგენს თურქეთში კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის, რომლებიც პლანეტაზე საუკეთესო სამკურნალო ადგილს ეძებენ.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სამკურნალო პროცესის კიბოს მკურნალობაში პრაქტიკულად გამოყენების შესახებ ინფორმაცია პაციენტებისა და მათი ახლობლების მიერ გაცილებით კარგად აღიქმება უშუალოდ პაციენტის მონათხრობიდან.
57 წლის ბოსნიელი ქალბატონი Acıbadem-ში ძუძუს კიბოს დიაგნოზით მოვიდა. თავის სამშობლოში არაერთ ექიმთან და კლინიკაში გავლილი კონსულტაციების შედეგადაც მისთვის ნათელი გახდა რომ სრულფასოვანი მკურნალობა ესაჭიროებოდა, რისთვისაც მეგობარმა, ის Acıbadem-ის სტამბოლის საავადმყოფო ურჩია, რომელშიც მის მეუღლეს ცოტა ხნით ადრე შარდის ბუშტის სიმსივნის მკურნალობა ჰქონდა ჩატარებული. პაციენტმა Acıbadem-ის საინფორმაციო ცენტრს სარაევოში პარასკევ დღეს მიმართა, ორშაბათს კი უკვე სარაევოდან სტამბულში Acıbadem-ში ექიმთან კონსულტაციისათვის გამოემგზავრა. პაციენტი სარძევე ჯირკვლის ქურურგს შეხვდა, რომელმაც მას მკურნალობის გეგმა გააცნო. დანიშნულების მიხედვით სიმსივნის ზომაში შესამცირებლად თავდაპირველად დაინიშნა ქიმიოთერაპია, რის შემდეგაც იგეგმებოდა სიმსივნის უსაფრთხო და ეფექტური რეზექცია, ბოლო ეტაპზე კი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად, უკეთესი შედეგის მისაღებად და დაავადების განმეორებადობის რისკის შესამცირებლად - რადიოთერაპია. პაციენტი ასევე შეხვდა სარძევე ჯირკვლის რადიოლოგს და სამედიცინო ონკოლოგს, რომლებმაც დეტალურად აუხსნეს დაავადების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და მოქმედების შემდგომი ნაბიჯები.
მკურნალობა ქიმიოთერაპიის რეჟიმით დაიწყო, შემდეგ დაინიშნა სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა. პაციენტს ჩაუტარდა ნაკლებად ექსტენსიური ოპერაცია - მკერდის შენარჩუნების პროცედურა, რომლითაც უზურნველყოფილ იქნა სიმსივნის ამოკვეთა და ამავდროულად ჯანმრთელი უჯრედების შენარჩუნება მთელს მკერდში. შედეგად მკერდის ბუნებრივი ფორმა და შესახედაობა მაქსიმალურად შენარჩუნდა. ოპერაციის შემდეგ პაციენტს რადიოთერაპიის მხოლოდ ერთი სესია ჯერ კიდევ ჭრილობის დახურვამდე დასჭირდა (შიდასაოპერაციო რადიაციული თერაპია - IORT). ამავე პროცესში მკერდის ფორმის აღსადგენად პლასტიკურმა ქირურგმა ჩაატარა მკერდის რეკონსტრუქციის პროცედურაც. ამჟამად, საბედნიეროდ პაციენტი უკვე 3 წელზე მეტია რაც კიბოსგან განკურნებულია.
Acıbadem-ის ექსპერტთა გუნდი, სპეციალიზებული ინდივიდუალურ და სრულფასოვან ზრუნვაზე, მომართულია თქვენს მხარდასაჭერად როგორც მკურნალობის დაწყებამდე, ასევე უშუალოდ მკურნალობის პროცესში და მის შემდეგაც. დარწმუნდებით რომ Acıbadem-ის პაციენტების საერთაშორისო ცენტრი თქვენი მოგზაურობის ყოველ ნაბიჯს ზედმიწევნით დაგეგმავს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მუდამ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს ზარს ან ელ-ფოსტას.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)