ირაკლი ნადარეიშვილი - ივლისი, მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია - ეკონომიკურმა ზრდამ 13%-ს მიაღწია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვე, მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია. პირველ რიგში, ეს შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რომელმაც, 13% შეადგინა და ჯამურად იანვარ-ივლისის პერიოდში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც ისევ გვაახლოებს ორნიშნა მაჩვენებელს, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ივლისში, წინასწარი შეფასებით, ასევე მკვეთრადაა გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით - დაახლოებით 20%-ის ოდენობით. ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,344 ერთეულს გაუტოლდა, რაც წინა წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.1 პროცენტით აღემატება“.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, „2024 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში ტრადიციულად მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ასევე ვაჭრობის და ტურიზმის სექტორებმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ივლისში ექსპორტი ასევე რეკორდულად, 29.9%-ით გაიზარდა და 684.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი წინა წლის ივლისთან შედარებით 17.8% და შესაბამისად, 293.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 8.1%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, ჯამურად იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.9 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5.2%-ით აღემატება.

„აღნიშნული შედეგები და ზოგადად, ის ეკონომიკური დინამიკა, რომელიც ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს მთელი რიგი ეკონომიკური მიმართულებებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე