ენათმეცნიერი - სიტყვა „გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან“ - ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება შინაარს ვერ შეცვლის - ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს“ „აგენტის“ დაღი

სიტყვა „გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ „აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით - ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს,- ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინე ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ.

მისი თქმით, სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოღებულია, მაგრამ ის კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში დარჩა.

„სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, „აგენტმა“: სიტყვა „გამტარებელს“, შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ის გავასინონიმეთ „აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით. ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს. პოლიტიკურ მოსაზრებას კი არ გამოვთქვამ. ჩვენი ნება არაა, რას ავსახავთ და რას არა ენაში. ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს“ „აგენტის“ დაღი“,- განაცხადა მარინე ბერიძემ.

გარდა ამისა, ბერიძემ სიტყვების - „უცხოური“; „ძალა“; „ინტერესები“; „გამტარებელი“ , მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიტყვა „უცხოური“ უფრო ნეიტრალურია, ვიდრე „უცხო“. „ძალა“ არ არის ნეიტრალური, მის მნიშვნელობებში ჭარბობს უარყოფითი, „ინტერესების“ ორი მნიშვნელობიდან ეს სათაური ააქტიურებს მის უარყოფით მნიშვნელობას. „გამტარებელი“ ისედაც არ არის ნეიტრალური, რადგან კაუზალურ შინაარს შეიცავს. მას ისედაც ჰქონდა უარყოფითი დატვირთვა, ხოლო იმისა გამო, რომ ის გახდა „აგენტის“ სინონიმური, მან ეს კიდევ დატვირთა“,- განაცხადა ბერიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა