ირაკლი ნადარეიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Amidi Group-ისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ, საიდ ამიდს თბილისის ტექნოპარკში შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხს და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობას შეეხო.

„მხარეებმა სააგენტოს რეფორმებსა და GITA 2.0 - ის კონცეფციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი აქსელერაციის პროგრამას საქართველოში განახორციელებს. Plug and Play დაინტერესებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში რეგიონული მასშტაბის აქსელერატორი ჰქონდეს, შესაბამისად მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე საუბარი ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხს და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობას შეეხო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესახებ“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე