გიგა მაქარაშვილი - 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია - ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა

უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია - ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა,- ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ყოფილმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „სირცხვილიას“ დარეგისტრირებას გამოეხმაურა.

როგორც მაქარაშვილმა განმარტა, ორგანიზაციიდან ოფიციალურად წამოსულია.

„სირცხვილიას“ გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოსტზე „დამთაგეს“, მწერენ, მედიები რეკავენ და მიწევს განმარტების გაკეთება! ომის დაწყებიდან 2 კვირაში უკრაინისკენ დავიძარი და მას მერე დროის უდიდეს ნაწილს იქ ვატარებ, რამაც ბუნებრივია ჩამომაშორა ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის საქმიანობას! ამას უკვე მოყვა ჩემი ოფიციალური წამოსვლა ორგანიზაციიდან (შესაბამისი გადაწყვეტილება იძებნება საჯარო რეესტრში) და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო! მ„სირცხვილია“ მუდმივად იყო ცოცხალი ორგანიზმი, შესაბამისად ხალხის მისვლა და წამოსვლაც ძალიან ბუნებრივი ამბავი მგონია! ამიტომაც თავის დროზე არ ჩავთვალე საჭიროდ რაიმე საჯარო განცხადების გაკეთება. ავდექი და წამოვედი ისე, როგორც არაერთი ჩვენიანი მოიქცა. შესაბამისად, უკვე 2 წელია არანაირი ქმედითი და ფუნქციური როლი არ მაქვს ორგანიზაციაში! რაც იმას ნიშნავს, რომ „სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია. ორგანიზაციაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი უბრძოლიათ ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის!

მათ აქვთ საკმარისზე მეტი გამოცდილება, კომპეტენცია და განათლება იმისთვის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცენ, ასე რომ ჩემგან ამ თემაზე მეტი კომენტარი არ გაკეთდება! აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა“,- განაცხადა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და ამის გამო მოძრაობა „სირცხვილია“ არ მივიდეს გაკოტრებამდე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში