ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლებზე - ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ - ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? - ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა?

ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა? - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელია ამბობს, რომ უცხოური ქვეყნებიდან დაფინანსება სახელმწიფო უწყებებსაც აქვთ და სვამს კითხვას, რატომ ხდება მხოლოდ გარკვეული ჯგუფების გამოყოფა?

„დამისახელეთ რომელიმე სახელმწიფო უწყება, რომელსაც არ ჰქონდეს უცხოური ქვეყნის 20% დაფინანსება. ასეთ უწყებას ვერ ნახავთ. საკონსტიტუციო სასამართლოსაც აქვს ევროკავშირის დახმარება; სახელმწიფო ორგანოებს აქვთ USAID-ის მხარდაჭერა. უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლები არიან? რატომ ხდება ერთი კატეგორიის ა(ა)იპ-ი ორგანიზაციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის გამოყოფა? ესაა პრობლემა. მაშინ, ყველას დაარქვან ეს სახელი, რატომ თვითონ არ ირქმევენ? რატომ ხდება გარკვეული ჯგუფის გამოყოფა? დაფინანსების, მხარდაჭერის მიღება არის თავისთავად უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებლობა? ბევრი ისეთი მძიმე კითხვაა, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ნახეთ, ვინ გამოუშვა პარლამენტმა, ვის შეაჩეჩა? ბავშვებთან როგორ შეიძლება პოლემიკაში შესვლა?“- განაცხადა ბესელიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დღეს სხდომაზე ენათმეცნიერმა დაადასტურა, რომ სიტყვები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ მტრული შინაარსის მატარებელია.

„ითქვა [სხდომაზე] რა ასოციაციას იწვევს ადამიანში - მტრულს, საშიშს, ნეგატიურს, შემაშინებელი თანწყობაა ამ სიტყვებში, როდესაც საუბარია უცხო ქვეყნის გავლენის ორგანიზაციებზე, ამიტომაც თქვა, რომ ეს არის მტრული შინაარსის მატარებელი. ერთადერთი, ვისაც ეს კანონი მოსწონს, რუსეთია. საბედნიეროდ, ცოტანი არიან“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სარჩელის მომზადება პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება იყო, ახლა კი ჯერი სასამართლოზეა.

„მჯერა-არ მჯერა, ვენდობი, არ ვენდობი ეს არის მეორე კატეგორიის საკითხები. კონსტიტუციამ პრეზიდენტს ეს ვალდებულება დააკისრა და ის ასრულებს, ამის შემდეგ ჯერი სასამართლოზე იქნება, ახლა სასამართლომ აჩვენოს რისი შემძლეა“, - განაცხადა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში