მამუკა მდინარაძე - მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა - ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა, რომ ქართველი ერი გადაეშენებინა, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ, ამიტომ ამას წინ განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ

დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა - ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ ქართველი ერი გადაეშენებინა, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით, ამიტომ ამას განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ წინ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გურიაში მოსახლეობის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ლგბტ პროპაგანდისა, მდინარაძემ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პოლიტიკის გაჯანსაღებაც დაასახელა და აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას“.

„გურიაში ჩვენი მხარდაჭერა უპრეცედენტოა. გურულების სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ განსაკუთრებულია, ისევე როგორც სხვა მხარის წარმომადგენლების. გურიაში ვდგავართ განსაკუთრებული ამოცანის წინაშე - როგორ გინდა, გურულებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრო და აუხსნა ეს ყველაფერი. თუმცა სალაპარაკო სხვა ძალიან ბევრია და მშვიდობასთან ერთად ბრძოლით გასატანი სხვა საკითხებიც ბევრი გვაქვს.

დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ თემაზე ვეღარც გვეკამათებიან, თუმცა ცდილობენ, მისი მნიშვნელობა დააკნინონ. სინამდვილეში ის, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ გადაეშენებინა ქართველი ერი, შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით, ამიტომ ამას განსაკუთრებულად უნდა აღვუდგეთ წინ. ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს ცუდია, აიგნორებენ ამ საკითხს იმიტომ, რომ შიგნით ხალხის, თქვენი ეშინიათ და გარეთ მათი პატრონების. ეს ერთ-ერთი საკითხია, რატომაც ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია უნდა მოგვანიჭოს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. ამიტომ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას. თავის მხრივ, ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსი რომ არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და იმის იმედადაა დარჩენილი, ვინ რა მაშველ რგოლს გადმოუგდებს ქვეყნის გარედან. თუმცა ნებისმიერი მსგავსი მოქმედება იქნება ერთი მხრივ, მათი აგენტობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი მტკიცებულება, მეორე მხრივ კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა. ამას ჩვენ - არც გურულები და არც ქართველები არ გავატარებთ. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მთავარი ღირებულებაა, დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას. ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა. დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია. ცალკე აღებული რომელიმე ამ მიმართულების უზრუნველყოფა შეიძლება შედარებით უფრო ადვილიც იყოს, ან ერთის ხარჯზე მეორე უფრო ადვილად გამოგვივიდეს, ეს ყველაფერი ერთად კი ურთულესი აღსასრულებელია, მაგრამ ჩვენ ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე, ურთიერთპატიებით, შერიგებით და სიყვარულით. და როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ. 26 ოქტომბერს არა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს მის მოწინააღმდეგეებზე. ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, გაუმარჯოს, ჩვენს ბევრ გამარჯვებას გაუმარჯოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე