ვოლოდიმირ ზელენსკი - მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება

მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამ დღეებში ვაშინგტონში ჩვენი უკრაინული დელეგაცია მუშაობს: პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის წარმომადგენლები, [პრეზიდენტის] ოფისის ხელმძღვანელი. იყო სხვადასხვა დონეზე შეხვედრები, და ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების შორ მანძილზე დარტყმებია, მთელი არ ტერორის არდაშვების შესაძლებლობა, რომლის გავლაც უწევთ ჩვენს ხარკოვსა და ჩვენს სხვა ქალაქებს…

უკრაინის წარმომადგენლებმა გადასცეს მთელი საჭირო ინფორმაცია, ყველა საჭირო დეტალი ჩვენს პარტნიორებს. და მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას: გვჭირდება უკრაინისა და უკრაინელების რეალურად და სრულად დაცვის შესაძლებლობები. გვჭირდება შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვებიც, და თქვენი შორი მანძილის ჭურვები და რაკეტებიც. არ შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადადება - სწორედ იმისა, რასაც შეუძლია ყველაზე სწორედ იმოქმედოს მოვლენებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული ტერორის საიმედოდ გაჩერება მხოლოდ ერთი საშუალებით შეიძლება: “დარტყმებით რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, მათ ბაზებზე, რუსული ტერორის ლოგისტიკაზე.”

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე