პეტრე ცისკარიშვილი - არანაირი დასავლეთი აქ აღარ იქნება, დასავლეთმა ივანიშვილს და „ოცნებას“ უკვე წერტილი დაუსვა - ყველა ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს

თუ ქართველ ხალხს ისევ სურს ივანიშვილის რეჟიმი, გააგრძელებენ ცხოვრებას იზოლაციაში, სიღატაკეში და თუ უნდა ევროპა, კეთილდღეობა, განვითარებული ქვეყანა, აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა, მაშინ უნდა აირჩიოს პროდასავლური ოპოზიცია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი როგორც არასდროს - კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია.

„მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. გილოცავთ ახალ ოფისს, ეს იქნება გამარჯვების დასაწყისი. ამ რაიონში ეს არის მეორე ოფისი, კიდევ იქნება დამატებითი შენობები, ფართები იმისათვის, რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი. არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი როგორც არასდროს - კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია.

ივანიშვილი ეს დღეები დადის რეგიონებში და აცხადებს, რომ 8-9 წლის განმავლობაში დასავლეთის აგენტები მართავდნენ ქვეყანას. გვგულისხმობს ჩვენ, მიხეილ სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - თურმე ჩვენ დასავლეთის აგენტები ვმართავდით ქვეყანას წლების განმავლობაში და ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მჭირდება იმისათვის, რომ ეს ადამიანები გავაქრო, პარტიამ აღარ იარსებოს, პოლიტიკური მოძრაობა აღარ იყოს და მას შემდეგ, რაც ესენი გაქრებიან, მერე მე წავალ ევროპაშიო - აი ამას ჰპირდება და ასეთ შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს. არანაირი დასავლეთი აქ აღარ იქნება, დასავლეთმა ივანიშვილს და „ოცნებას“ უკვე წერტილი დაუსვა, ყველამ ყველაფერი იცის დასავლეთში, ყველამ იცის და ყველა ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, ელოდება ქართველი ხალხის ვერდიქტს, თუ რას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება. თუ ქართველ ხალხს ისევ სურს ივანიშვილის რეჟიმი, მაინც გაგრძელებენ ცხოვრებას იზოლაციაში, სიღატაკეში და თუ უნდა ევროპა, კეთილდღეობა, განვითარებული ქვეყანა, აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა, მაშინ უნდა აირჩიოს პროდასავლური ოპოზიცია. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საით წავა ეს ქვეყანა.

ახლა დარჩელში ვართ. რა ფინანსები გამოიყოფა დარჩელზე? 20 მილიონზე მეტი ტრანზაქციები ხდება დარჩელში წლის განმავლობაში, ის გადასახადები, რაც დარჩელიდან მიდის ცენტრალ ბიუჯეტში, იმის ნახევარიც რომ დაგიბრუნდეთ თქვენ აქ, შესაძლებელი იქნებოდა ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაუმჯობესება, წყლის პროექტები, სკოლაზე თანხის დახარჯვა. აუცილებელია ყველა რაიონის და ყველა თვითმმართველი სოფლის და თემის ფინანსური დამოუკიდებლობა და ყველა ამ მიმართულებით გვაქვს გასაკეთებელი ფუნდამენტური ძირეული რეფორმები და დრო არ ითმენს. სულ რაღაც თვე ნახევარი დარჩა არჩევნებამდე და უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა - ღმერთი ჩვენკენ, წარმატებები ყველას! - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის