წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი ვერდის რექვიემით გაიხსნა. პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდსა და საგანგებოდ მოწვეულ სოლისტებს იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა.

ფესტივალის გახსნითი კონცერტის ვარსკვლავურმა შემადგენლობამ, წინანდლის ამფითეატრში შეკრებილი 1000-მდე მსმენელის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ჯანანდრეა ნოზედა - წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი:

„ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. შესანიშნავი მსმენელი იყო, მგრძნობიარე და მადლიერი. ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსების, ვოკალისტების და გუნდის მაგიური კავშირი შედგა ამ ულამაზეს დარბაზში. დარწმუნებული ვარ, ვერდი დღეს ბედნიერი იქნებოდა“.

წინანდლის ფესტივალი 2018 წელს, "სილქნეტის" ხელშეწყობით დაარსდა და პირველივე წლიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება კლასიკური მუსიკის სამყაროში. კომპანია უკვე მეექვსედ წარადგენს ფესტივალს, რომელსაც საქართველოს ცნობადობის გაზრდაში დიდი წვლილი შეაქვს და პოპულარიზაციას უწევს მაღალი ხარისხის კლასიკურ მუსიკას.

გიორგი რამიშვილი - წინანდლის ფესტივალის/"სილქნეტის" დამფუძნებელი:

„წელს ფესტივალზე განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენაა. რა თქმა უნდა, წინანდალში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც წარდგება მაყურებლის წინაშე. აქ ისევ გაჟღერდება უკვდავი გენიალური მუსიკა, როგორც მშვიდობის და ერთიანობის გზავნილი. წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია და ვიმედოვნებ, რომ დროის განმავლობაში ის სულ უფრო მეტ მეგობარსა და მხარდამჭერს შეიძენს“.

წლევანდელ სეზონზე პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრში 7 ქვეყნის 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსის გაერთიანება კულტურის სამინისტროს, შვეიცარიის, ნორვეგიის, იტალიის საელჩოების თანადგომით გახდა შესაძლებელი. მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეული ორკესტრი ოთხ კონცერტს გამართავს.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის 8-დღიან დატ­ვირ­თუ­ლ სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლ სა­ღა­მოებს შე­მა­ტებს თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი და ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი. მუზეუმი უმასპინძლებს ქართველი აბსტრაქციონისტი ფერმწერის ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას.

ფესტივალს დახურავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, პანკავკასიური ორკესტრი და ლეგენდარული პიანისტი და დირიჟორი ანდრას შიფი.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს