მეუფე დავითი - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის იქნება სასარგებლო - იმედი გვაქვს, შესწორება იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისათვის სასარგებლო

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის - არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო, - ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სინოდის წარმომადგენლებს მთავრობის წევრებთან შეხვედრა და კონსულტაცია არ ჰქონიათ.

„კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა, საუბრობდა და ჩვენ, სინოდის თითქმის ყველა წევრი, უბრალოდ, ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება კათოლიკოს-პატრიარქისა და სინოდის ყველა წევრის მიერ არ იქნა მიღებული, რადგან ჩვენ უფრო უკეთესი და მაღალი თანამშრომლობის და შეთანხმების ფორმა გვაქვს, რაც არის კონსტიტუციური შეთანხმება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის - არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო. ეს ორივე მხარემ კარგად გავიაზრეთ, გავაანალიზეთ, დავინახეთ და ამის შემდეგ, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება იქნება შესატანი ამაზე ალბათ უფრო ინტენსიური და ხშირი შეხვედრები შედგება და რა ფორმასაც მიიღებს ჩასწორებული ვერსია, მას გავეცნობით და ამის შემდეგ ჩაიწერება და გამოცხადდება ყველას გასაგონად.

რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ ჩვენ სახელმწიფოსთან კარგ თანამშრომლობას მომავალშიც, რაც ახლაც გვაქვს და იმედი გვაქვს რომ ის შესწორება იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისათვის სასარგებლო“, - განაცხადა მეუფე დავითმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე