ისრაელში, მძევლების დაბრუნების მოთხოვნით, საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს

ისრაელში საყოველთაო გენერალური გაფიცვა დაიწყო იმ ფონზე, როცა ღაზაში 6 მძევლის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ ქვეყანაში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციები გამართა და ხელისუფლებას მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

ისრაელის უმსხვილესმა პროფკავშირმა, „ჰისტადრუტმა“, დღეს დილიდან, ადგილობრივი დროით 6:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით გენერალური გაფიცვის განკარგულება გასცა.

მედიის ინფორმაციით, დაიხურა სამთავრობო და მუნიციპალური ოფისები, ასევე სკოლები და ბევრი კერძო ბიზნესი. ისრაელის საერთაშორისო აეროპორტმა „ბენ გურიონმა“ მუშაობა ორი საათით შეაჩერა.

”მივედი დასკვნამდე, რომ მხოლოდ ჩვენს ჩარევას შეუძლია შეანჯღრიოს ისინი, ვისაც შენჯღრევა სჭირდებათ. შეთანხმების მიღწევის კუთხით პროგრესი არ ხდება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ეს მიუღებელია“, - აღნიშნა „ჰისტადრუტის“ ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დევიდმა.

თელ-ავივის და გივათაიმის მერებმა განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტები ორშაბათს მძევლების დაბრუნების მოთხოვნით გაიფიცებოდნენ.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში