ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს და ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, ახალი როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შექმნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული ვითარება, ხაზი გაესვა რეგიონის განვითარების პროცესში ანაკლიის პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას.

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე.

„სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ხაზი გავუსვი, რომ საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში. ასევე, დაეხმაროს სომხეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და გაუზიაროს მიღებული გამოცდილება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე