მამუკა მდინარაძე - „ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად

„ამნისტიის კანონის“ ძალაში შესვლისთანავე 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი ეტაპობრივად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კანონი სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს შეეხება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია.

„დღეს, ტრადიციულად, გაიმართა უმრავლესობის სხდომა. ძირითადად, ჩვენ ვისაუბრეთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია:

ხვალ და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს, აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და, მიუხედავად ბევრი სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ საშუალება რესოციალიზაციის, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში პარლამენტში "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონზე იმსჯელებენ, ხოლო მომდევნო სასესიო კვირას მიიღებენ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც 19 კანონისგან იქნება წარმოდგენილი.

"ვინაიდან, დღეს ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის მხოლოდ კანონი და არა საკონსტიტუციო ცვლილება. კანონს, რომელსაც მიიღებს დღეს მოქმედი პარლამენტი, ოჯახური ღირებულებების შესახებ, როგორც ამას ვუწოდებთ ხოლმე - ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით განვიხილავთ და მივიღებთ, ხოლო შემდეგ სასესიო კვირაში, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო სასესიო კვირა იქნება ამ მოწვევის პარლამენტისათვის, ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც 19 კანონისგან შედგება. ხოლო მას შემდეგ, რაც, ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ ინიციატივას უკვე ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში", - დასძინა მდინარაძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებითაც, მდინარაძის გაცხადებით, "ქართული ოცნება" მაქსიმალურად შეეცდება ოქტომბრის არჩევნებში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, იქნა განხილული. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია და ამ კამპანიის ფარგლებში დასახული მიზანი, რომ ეს არ არის მარტივი, თუმცა, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, იმ გაცხადებული მიზნების აღსასრულებლად მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა - რა ყველა ლეგიტიმური გზით უნდა მიაღწიოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე