რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, უკვე არსებობს ინფორმაცია დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, - აცხადებს ლისაკი.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ქალაქებში, დნიპროსა და ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია