მამუკა მდინარაძე - ლეგიტიმაცია გვჭირდება, რომ „ნაცმოძრაობა“ გავასამართლოთ - ეს რა გზით იქნება, კანონში აისახება, თუ - არა, საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ

ეროვნული საკითხების განმტკიცების პარალელურად, ჩვენ მაქსიმალური ლეგიტიმაცია გვჭირდება, რომ „ნაცმოძრაობა“ გავასამართლოთ და შემდეგ, ეს პარტია აიკრძალოს იმისათვის, რომ ველი „ნაცებისგან“ მოსუფთავდეს და ჯანსაღმა, ეროვნულმა ძალებმა პოზიციონირება შეძლონ. ეს რა გზით იქნება, კანონში აისახება, თუ - არა, საზოგადოებასთან ერთად ბევრი სამსჯელო იქნება, გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანიას და აღნიშნა, რომ მათ ნეგატიური კამპანია დაიწყეს.

„ნახეთ, რომ არც ერთი ნეგატიური ბანერი სხვას არ ჰქონდა გამოქვეყნებული, მათ დაიწყეს ნეგატიური კამპანია. ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ დამკვირვებელს ვთხოვ, ეს ყველაფერი დააფიქსირონ. რაც შეეხება მათ პიარს, როცა ზუსტად იცის აგენტურულმა ოპოზიციამ, საქართველოში მე-5 კოლონამ, რომ ისინი არჩევნებს ვერა თუ მოიგებენ, არამედ „ქართულ ოცნებას“ დიდი შანსი აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რთულია, მაგრამ ამის რეალური შანსი გვაქვს, მაშინ ისინი პროვოკაციაზე გადადიან. მაგალითად, ნინო ევგენიძე რევოლუციას აანონსებს, მან ზუსტად იცის, რომ თეორიული შანსიც კი არ აქვს ოპოზიციას და ის აანონსებს რევოლუციას. მაგალითად, ბატონი ჯაფარიძე, რომელიც რუსული ფულით დაფინანსებულ „დროასთან“ ერთად ერთ კოალიციაში გაერთიანდა, „ნაცების“ ერთ-ერთ დანაყოფშია, მანაც კარგად იცის, მოგების მინიმალური შანსიც კი არ აქვს, ის პირდაპირ ემუქრება და ამუნათებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ელჩებს და ა.შ. მათი კამპანია რეალურად ეს არის - წარსული, ბნელი წარსული, მუქარა, ამ შემთხვევაში ელჩებზე, რევოლუციის დაანონსება. საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, მათ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს, რადგან მათ სხვა გზა დარჩენილი არ აქვთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ოპოზიციონერობაზე მონოპოლია „ნაცმოძრაობას“ აქვს აღებული, სხვა პარტიები თითქოს შეიქმნა, ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ ყველას საერთო „მესიჯბოქსი" - რუსული აერთიანებთ. „ნაცი“ თუ გინდა ამოიცნო, უნდა დააკვირდე, რუსულს თუ ამბობს, „ნაცია“, დამთავრდა, აღარ უნდა ბევრი საუბარი - „რუსული კანონი“, „რუსული ხელისუფლება“ - რუსულის გარდა არაფერზე არ საუბრობენ, ყველაფერზე ამბობენ რუსულია. ჟურნალისტებს დააკვირდით, ამბობს „რუსული კანონიაო“ - „ნაცია“. ყველაფერი გაშიფრულია, რენტგენის აპარატივითაა, რუსული სიტყვა თუ გამოჩნდა - „ნაცია“ - ჟურნალისტია, თუ პოლიტიკოსია. ოპოზიციონერობაზე მონოპოლია მათ აქვთ აღებული და ოპოზიციური ველი დაკავებული, ჯანსაღ ძალებს საშუალება არ ეძლევათ, ამ ველზე რაიმე წარმატებას მიაღწიონ. როდესაც პარტიას, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მთელ მსოფლიოს აჩვენა აქედან იქით დაბომბვა, მერე თავის ჯარისკაცებზე თქვა, რომ შესაძლოა, „ომის დანაშაული“ ჩაიდინეს, კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი, რუსეთს ტერიტორიები ჩააბარეს და რუსებს სხვას ეძახიან, უპირველესად ამ უმძიმესი, სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა გასამართლდნენ. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, ცოტა ხნით ადრე, სამშობლოს, სახელმწიფოს ღალატის მუხლი გააუქმეს. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ისინი ამისთვის უნდა გასამართლდნენ. ჩვენ, როცა ძალა მოვიკრიბეთ, როცა ამაზე თამამად შევძელით საუბარი, კატეგორიულად ვამბობთ, რომ ისინი უნდა გასამართლდნენ და ხალხს ვთხოვთ ამისათვის მაქსიმალურ ლეგიტიმაციას, როცა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული საკითხების გარდა, რომელიც უნდა აისახოს კონსტიტუციაში, ეკლესიის და მართლმადიდებლური ქრისტიანობის სტატუსის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, როცა ესეც უნდა აისახოს კონსტიტუციაში და ა.შ. ეროვნული საკითხების განმტკიცების პარალელურად, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ გავასამართლოთ და შემდეგ, ეს პარტია აიკრძალოს იმისთვის, რომ ველი „ნაცებისგან“ მოსუფთავდეს და ჯანსაღმა, ეროვნულმა ძალებმა პოზიციონირება შეძლონ. ეს რა გზით იქნება, კანონში აისახება, თუ რა გზით, საზოგადოებასთან ერთად ბევრი სამსჯელო იქნება და ამ გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, თუკი, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრძალავენ, როგორ გააგრძელებს პარლამენტი მუშაობას, მდინარაძემ უპასუხა, რომ [ჟურნალისტებმა] „ნაცების „მესიჯი“ არ უნდა გაახმოვანონ“.

„ერთპარტიულობა არის მათი შიში. ერთპარტიულობაზე საუბრობდნენ და შემდეგ პარლამენტში 14 სუბიექტი შემოვიდა, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. თუ იმაზე ვკამათობთ, რომ გვარამია, მელია და რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია არის თუ არა „ნაცი“, მე მგონი, ამაზე კამათი სასაცილოა. ჩვენ თუ იმაზე ვკამათობთ, „რეკეტიორები“ და სასამართლოს მიერ დადგენილი თაღლითები არიან თუ არა „ნაცები“, ესეც სასაცილოა, მაგრამ კიდევ უარესია გახარიას პარტია, „ნაცი“ ჯობს „ნაცთან“ მოღალატეს. ყველას „ნაცებს“ ეძახითო, გვამუნათებენ ხოლმე, მაგრამ მელიას და გვარამიას „ნაცი“ არ დავუძახოთ? თუ გინდათ „ალტ-ინფო“ დაუძახეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე