ალექსანდრე სოკოლოვსკი - საქართველომ უნდა ჩაატაროს კარგად მართული, მშვიდობიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - საარჩევნო პროცესი გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის იმედებისა და მისწრაფებების შესანარჩუნებლად

საქართველო დემოკრატიის კუთხით ღრმა გამოწვევის წინაშე დგას, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასა და დემოკრატიული უკუსვლის სხვა რამდენიმე ნიშანთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე სოკოლოვსკიმ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის, „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

“რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს საქართველომ უახლოეს მომავალში? - პირველი არის კარგად მართული, მშვიდობიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სანდო საარჩევნო პროცესი გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ევროკავშირის იმედებისა და მისწრაფებების შესანარჩუნებლად, არამედ უფრო ფართოდ დემოკრატიისთვისაც და USAID-ი მხარს უჭერს არჩევნების ძლიერ შიდა და საერთაშორისო ზედამხედველობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების სადამკვირვებლო მისიების მეშვეობით. USAID-ი ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მეორე, ჩვენ გვსურს ვიხილოთ სამოქალაქო მონაწილეობის მაღალი დონე ამ არჩევნებში. ამომრჩევლების მაღალი აქტივობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ნდობისთვის ამ პროცესის მიმართ”, - აღნიშნა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ შეიძლება გადადგას მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგია.

„მესამე, ახალმა პარლამენტმა და ამომრჩევლებისგან მინიჭებულმა ახალმა მანდატებმა შეიძლება შექმნას ახალი დიალოგის შესაძლებლობა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ახლა მე ვაღიარებ, რომ ამ დიალოგის მიმართ რეალური კეთილსინდისიერი ძალისხმევა შეიძლება შორს ჩანდეს და შეიძლება არ აღმოჩნდეს განხორციელებადი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სანდო საარჩევნო პროცესი ამას უფრო შესაძლებელს ხდის და რომ საბოლოოდ ჩვენ უნდა მივიდეთ ამ დიალოგამდე რაღაც მომენტში. USAID სიამოვნებით დაუჭერს მხარს, ისევე როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ამ ტიპის დიალოგებს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია მოიკიდოს ფეხი დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეს შეიძლება მოხდეს ეტაპობრივად და პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ეს არჩევნები ოქტომბერში“, -აღნიშნა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს