ანა ფოტიგა - გაწევრიანების პროცესი ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული - საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მნიშვნელობას, თუ სურს ევროპული მიმართულებით სვლა

გაწევრიანების პროცესი ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, საზოგადოება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოება არ აწარმოებს მოლაპარაკებას, შესაბამისად, საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მნიშვნელობას, თუ სურს ევროპული მიმართულებით სვლა , - ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ "თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა,რიტორიკის საპასუხოდ სანქციები შესაბამისი პასუხი არასდროს არ არის, თუმცა საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს.

"სანქციები არ არის შესაბამისი პასუხი რიტორიკაზე. თუმცა, დიახ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან სწორედ საქართველოს ხელისუფლება იყო, ვინც ევროკავშირს კანდიდატის სტატუსისთვის მიმართა, საქართველოს არ სურდა ახალი კანდიდატი ქვეყნების უკრაინისა და მოლდოვის კლუბის გარეთ მარტო დარჩენილიყო. პროცესი მარტივი არ არის და საჭიროებს გარკვეულ დროს. თუმცა ვფიქრობ, ქართველი ხალხი მზად არის, ჩვენ ვიცნობთ სტატისტიკას და გამოკითხვის შედეგებს, ვიცით, რომ ქართველი ხალხი პროევროპულია და მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებას. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს.

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული არჩევანის გაკეთება და გაწევრიანების პროცესი ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, საზოგადოება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოება არ აწარმოებს მოლაპარაკებას, შესაბამისად, საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მნიშვნელობას თუ სურს ევროპული მიმართულებით სვლა. ჩვენ ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას, თუმცა ქართველი ხალხის ნაცვლად არჩევანს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ფოტიგამ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში, ფოტიგას განცხადებით, ოლიგარქია დამაზიანებელია როგორც ეკონომიკის, ისე სოციალური წესრიგისთვის.

"ეს ყოველთვის არის ჩემს განცხადებაში, რომ ერთი ადამიანი, ოლიგარქი არის დამაზიანებელი ეკონომიკისა და სოციალური წესრიგისთვის. ევროპაში ჩვენ არ ვცნობთ ამ სახის სოციალურ წესრიგს, შესაბამისად, ქართველების გადასაწყვეტია ეს საკითხიც. ჩვენ გვქონდა რამდენიმე განცხადება ევროპარლამენტში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ განცხადებებს ახალი ევროპარლამენტიც გაიმეორებს", - განაცხადა ფოტიგამ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი