პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა საქართველოს კულტურის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

კულტურის სფერო უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და წარმატებული. კრიზისი, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა ქართული კულტურა, უნდა დასრულდეს. საჭიროა რეფორმები, სფეროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები, სახელოვნებო ინსტიტუციების მდგრადობის სტიმულირება და, სწორედ კულტურით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაზრდა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მათი ცნობით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ სრულად იზიარებს, რომელიც კულტურის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ვიზიარებთ „საქართველოს კულტურის დეკლარაციით“ განსაზღვრულ კულტურის სფეროს როლს, ღირებულებებს და სფეროს განვითარებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გადასადგმელ ყველა ქმედით ნაბიჯს და მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელთან და დარგობრივ ჯგუფთან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს