სერგეი ლავროვი - ამერიკელებმა იციან, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, ამ წითელ ხაზებს ნუ ეხუმრებიან

შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს.

„ამერიკელებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც თავად მოუნიშნეს თავიანთ თავს. მათ აქეზებენ და ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხედავს ამას და სარგებლობს. ვინც ჩვენს წითელ ხაზებს ეხუმრება, არ უნდა ეხუმრებოდეს, მათ მშვენივრად იციან, სადაც გადის ის“, - განაცხადა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო