ალექსანდრე ლუკაშენკომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 30 პირი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 30 პატიმრის შეწყალების შესახებ, რომლებიც, ხელისუფლების განცხადებით, „საპროტესტო ხასიათის დანაშაულისთვის“ არიან მსჯავრდებულები.

ლუკაშენკოს განკარგულების თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, შეწყალებულთა შორის 7 ქალი და 23 მამაკაცია და მათი უმეტესობა არასრულწლოვანთა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები არიან.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შეწყალების მისაღებად მათ შეასრულეს სავალდებულო პირობები: წარადგინეს შეწყალების შუამდგომლობა, აღიარეს დანაშაული, გულწრფელად მოინანიეს და კანონიერი ცხოვრების წესით ცხოვრების პირობა დადეს.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს, ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 30 ადამიანის შეწყალების შესახებ, რომლებიც ასევე მსჯავრდებულები იყვნენ „საპროტესტო ხასიათის დანაშაულისთვის“. გათავისუფლებულთა შორის იყო 14 ქალი და 16 მამაკაცი, მათ შორის საპენსიო ასაკის ადამიანები და მძიმე ავადმყოფები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო