მამუკა მდინარაძე - საზოგადოებისგან ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ დავამარცხოთ ის პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია 2-3 თაობაში მოახერხოს ის, რაც ვერცერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა

ქართული საზოგადოებისგან ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ ის „თანამედროვე“, „ტრენდული“ დაავადება, პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია სულ ორ-სამ თაობაში მოახერხოს ის, რომელიც ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ უცხოელი კოლეგებიც უერთდებიან იმ პათოსს, რომ ეს არის ცუდი კანონპროექტი.

„ყველა სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს თავი დააღწიოს იმ ქმედების შედეგს, რასაც ჰქვია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მხარის არ დაჭერა. რეალურად მთელ ამ აგენტურას, ამ კანონთან დაკავშირებით ერთი ცუდი რამ სჭირს - მათ რომ მხარი დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან; როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად ხვდებათ არჩევნებზე, საზოგადოებისგან. აქ არიან გაჭედილები. შესაბამისად, მთელი ეს ნარატივი სულ ყალბია. რეალურად ყველა მათგანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერმა, აგენტურული ოპოზიციის მთელმა შემადგენლობამ მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც, წინასწარ ვიცით, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც არ დაუჭერენ მხარს. ამის გამო, ქართული საზოგადოებისგან, მათ შორის, ამისთვის ვითხოვთ ლეგიტიმაციას, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის „თანამედროვე“, „ტრენდული“ დაავადება, პროპაგანდა, არაფერი რომ აქვს საერთო უფლებების დაცვასთან, რომელსაც შეუძლია სულ ორ-სამ თაობაში მოახერხოს ის, რომელიც ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში ვერ მოახერხა.

ძალიან სამწუხაროა, რომ უცხოელი კოლეგებიც უერთდებიან იმ პათოსს, რომ ეს არის ცუდი, ლგბტ პროპაგანდის დასაცავად უნდა დავირაზმოთ და ასეთი კანონები არ უნდა მივიღოთ. პირიქით, ასეთი კანონები უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები!“- განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე