თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" გახსნა და ახალგაზრდებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან სიტყვით მიმართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს გააცნო უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, ისაუბრა მიღწეულ ხელშესახებ შედეგებსა და სამომავლოდ დასახულ გეგმებზე.

სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის პროგრამაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან 70-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

თეა ახვლედიანის განცხადებით, ახალგაზრდები ერთი კვირის განმავლობაში ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის დანერგილი მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ; შეხვედრები დაეთმობა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მედია-წიგნიერება, ახალგაზრდული ლიდერობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ქალთა უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა და სხვა.

„ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ინიციატივა ძირითადად ორიენტირებულია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის მრავალმხრივ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის და მათ შორის კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას. რამდენიმე დღის განმავლობაში ტრენინგ-სემინარი სამ ნაკადად უმასპინძლებს ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს, რომლის ფარგლებშიც, მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პრიორიტეტებს, აიმაღლონ ცნობიერება სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის გახსნილი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების თაობაზე, ინტერაქციულ რეჟიმში გააჟღერონ საკუთარი შეხედულებები და მოახდინონ თავიანთი იდეების გენერირება; შესაბამისად, ახალგაზრდებთან ჩვენი შეხვედრები იყო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ გაგვიზიარეს საკუთარი მოსაზრებები და მეტად სასარგებლოდ შეაფასეს ამ ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, თეა ახვლედიანმა სკოლის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე